01:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 20:43:47, 613 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მადლენ ოლბრაიტს და ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO -ს სამიტის ფარგლებში, NDI-ის თავმჯდომარე  მადლენ ოლბრაიტს, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპეს და ვიცეპრეზიდენტ დეიმონ ვილსონს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის და სხვა ამერიკული ინსტიტუტების დამკვირვებლების მონიტორინგის მნიშვნელობას.

მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზეც იმსჯელეს. საუბრისას ყურადღება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics