|
2016-07-02 00:24:12, 1363 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთი: სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორ ტერორისტს რუსეთის პასპორტები ჰქონდათ
"სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე ტერაქტში მონაწილე ორ პირს რუსეთის მოქალაქის პასპორტები აღმოაჩნდათ" - ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა და ყირგიზეთის მთავრობამ დაადასტურა. როგორც სააგენტო Reuters-ს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიების დროს თავდამსხმელების ცხედრებთან აღმოჩენილია ორი პასპორტი. საბუთები რაკიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელზე იყო გაცემული. მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილე სამი თვითმკვლელი რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქე იყო. ამასთან, თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო, თუმცა აღნიშნული ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. გარდა ამისა, როგორც თურქული მედიის იტყობინება, თავდაპირველად თავდამსხმელები სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ათობით მძევლის აყვანას გეგმავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)