15:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:20:39, 507 ნახვა

პოლიტიკა
გიორგაძე: საკუთარ კვლევას ყველაზე მეტად ჩამტარებელი ენდობა

„ყველაზე რეალისტური და შედეგები, რომელიც არ იძლევა არც ინტერპრეტაციის საშუალებას და არც სხვადასხვანაირად გაანალიზების, ან წაკითხვის საშუალებას, არის თავად არჩევნები”,-ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წინასაარჩევნოდ ჩატარებული სხვადასხვა  კვლევის შედეგებს.

„ყველაზე რეალისტური და შედეგები, რომელიც არ იძლევა არც ინტერპრეტაციის საშუალებას და არც სხვადასხვანაირად გაანალიზების, ან წაკითხვის საშუალებას, არის თავად არჩევნები. ვფიქრობ, არჩევნების დროს დადგინდება, რა პრიორიტეტებს ანიჭებს ჩვენი საზოგადოება. ყველა დაინტერესებულმა პირმა შეიძლება სხვადასხვანაირად აღიქვას რეიტინგი. ბუნებრივია, რომ საკუთარ კვლევას ყველაზე მეტად ჩამტარებელი ენდობა, მაგრამ მთავრი არის ის, თუ რა პრიორიტეტს მიანიჭებს საზოგადოება თავად არჩევნების დრო, რაც იქნება საბოლოო შედეგი, რომელიც დადგება“, - განაცხადა გიორგაძემ.

სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა კვლევებით, პარტიის რეიტინგი 35%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი, 13%-მდე.

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად კი,  ტელეკომპანიის ინფორმაციით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 21.7%-მა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics