15:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 09:56:22, 685 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, დევდორაკის ხეობაში გზა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიხსნება

დევდორაკის  ხეობაში გზა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა   მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჯავახიშვილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები თერგის ბუნებრივ კალაპოტში დასაბრუნებლად.

„სამწუხაროდ, დღეს დილიდან წვიმს, თუ ამინდი არ შეგვიშლის ხელს, 2 კვირაში გავლადს გავხდით,იქ ჩვენ სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, „იაიბისთან“ დავიწყეთ მუშაობა , იქნებ დაფინანსების წყაროც მოვძებნოთ, ეს რ იქნება იაფი პროექტი”,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა  მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა.  მოვარდნილმა წყალმა  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics