|
2016-06-27 15:21:22, 4189 ნახვა
კულტურა
1, 2, 3 და 10 ივლისს „რკინის თეატრში“ სპექტაკლის - „ჩიტები“ პრემიერა გაიმართება
1, 2, 3 და 10 ივლისს „რკინის თეატრში“ დავით ანდღულაძის სპექტაკლის - „ჩიტები“ (ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით) პრემიერა გაიმართება. სპექტაკლში მონაწილეობენ : ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე, დავით როინიშვილი, ირაკლი სამუშია, ზაზა თაგოშვილი და ნატო ესაკია. დასაწყისი 20:00 სთ-ზე! ბილეთის ფასი: 5,10,15 ლარი ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ „რკინის თეატრის“ სალაროში, რომელიც მდებარეობს ფანჯიკიძის(ბუდაპეშტის) # 1- ში ან დარეკოთ ნომერზე 592120815. მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება. სპექტაკლის შესახებ: ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და, თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას - ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასითს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია - მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში. რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ ... რაღაცაზეა დამოკიდებული. სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)