06:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:39:48, 1129 ნახვა

ეკონომიკა
ვანში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივს ქალაქ ვანში, რუსთაველის ქუჩა N22-ში მდებარე 674 კვ.მ.

უწყების ინფორმაციით, უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი 5 000 ლარად საკუთრებაში გადასცა.საწარმოს ყოველდღიურად 4 ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება. ასევე, შეიქმნება 10 სამუშაო ადგილი.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კოოპერატივი ფლობს 1500 ოჯახ ფუტკარს, რომლისგან მიღებული თაფლის გადამუშავება სამომავლოდ  ზემოთაღნიშნულ საწარმოშიიგეგმება.„კოოპერატივი თაფლი საჩინო“  5 კოოპერატივის გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც მეპაიეთა რაოდენობა ჯამში  51  წევრს შეადგენს და  უახლოეს პერიოდში 70-მდე გაიზრდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics