06:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 10:42:36, 1166 ნახვა

ეკონომიკა
ბრიტანული ფუნტის კურსი 1985 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა მსოფლიო  საფონდო ბირჟებზე რყევები გამოიწვია.

ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. ფუნტი დოლართან მიმართებაში თითქმის 10%-ით არის გაუფასურებული.

ევრო დოლართან მიმართებაში 3%-ით  გაუფასურდა.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა  ევროკავშირიდან გასვლას  მხარი დაუჭირა.

რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 71,5 პროცენტი შეადგინა. სულ დარეგისტრირებული იყო 46 501 241 ამომრჩეველი.

ევროკავშირში წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება დევიდ ქემერონის კონსერვატიული პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics