23:32 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 17:48:47, 986 ნახვა

სამართალი
შსს-მ სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ფორუმი გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტს შსს-ს აკადემიაში გამართულ კარიერული განვითარების ფორუმზე უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, ფორუმის მიზანს უწყების მუშაობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და კვალიფიციური, მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

კარიერული განვითარების ფორუმზე შსს-ს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია კონკრეტული სამსახურის საქმიანობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ მიაწოდეს. სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იყო ფორუმში მონაწილე დეპარტამენტების კუთვნილი ტექნიკა და აღჭურვილობა. აქვე მოეწყო ტაქტიკური წვრთნები.

ფორუმის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში დისტანციური სწავლების პრეზენტაცია გაიმართა. აკადემიაში, სადაც ხელმისაწვდომია როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მიღება, ახალი - დისტანციური სწავლების სისტემა დაინერგა, რაც კურსანტებისთვის საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოქნილს გახდის. შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დაგეგმილია შსს-ს აკადემიის რეგიონულ საპოლიციო საგანმანათლებლო ცენტრად გარდაქმნა, რისთვისაც ქართული მხარე აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

კარიერული განვითარების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურად გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics