08:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 12:52:51, 755 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს Dirsi-ს ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ  სუბარმა  და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ Dirsi-ს კორპუსში 30 ოროთახიანი ბინა 1 746 310 ლარად შეისყიდა. საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

Dirsi - ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად  განთავსებულია: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო და საბავშვო სათამაშო მოედნები.

უახლოეს მომავალში,  თბილისის ზღვაზე, „ოლიმპიურ სოფელში“  ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

2016 წლის ბოლომდე კი,  „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი  400 დევნილი ოჯახი გახდება.

ცნობისთვის, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics