|
2016-06-19 12:23:42, 2727 ნახვა
სპორტი
თამარ კინწურაშვილი: ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებითაა შექმნილი
"ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი",-ასე ეხმაურება მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. „ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი. ერთის მხრივ, ხელისუფლება არ სჯის მოძალადეებს, მეორეს მხირვ, ან რიტორიკით ახალისებს, ან მისი ცალკეული წევრები როგორც ეს კორცხელის შემთხვევაში იყო, უშუალოდ მონაწილეობენ ძალადობის ორგანიზებაში,“-ამბობს თამარ კინწურაშვილი. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებამ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს. როგორც დეპუტატი წერს, აეროპორტში მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ რ2-ის ოპერატორს. იქვე მდგომი ქალები კი, მათ ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. თაქთაქიშვილის განცხადებით, თავდამსხმელები უკვე დაკავებულნი არიან. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ამ წვერიანმა ველურმა აეროპორტში მე და რუსთავი2-ის ჟურბალისტს და ოპერატორს გვაგინა, სპეციალურად ამ მიზნით მოვიდა ჩვენთან და მერე სასტიკად სცემა ოპეტატორს!! და ეს ქალები კიდევ გვეცნენ მე და ჟურნალისტს, ხელებს გვიკავებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ და სურათი არ გადაგვეღო!! ამ ნაძირალამ სასტიკად ცემა ოპერატორი. საშინლად ვგრძნობ თავს, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები!! თან რის გამო??!! რომ იუნტერვიუს იღებდნენ. ეს არის მათი დანაშაული???!!!! ახლა დაკავებული არიან ეს ველურები. მე კარგად ვარ! არ ინერვიულოთ". - ნათქვამია "ფეისბუკის" პოსტში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)