15:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 15:26:45, 1011 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტად ინტერესდებიან რუსეთით, ვიდრე რუსეთის საქართველოთი

საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტად ინტერესდებიან რუსეთით, ვიდრე რუსეთის მოქალაქეები საქართველოთი, - ამის შესახებ Eurasnews კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც GORBI-მა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, 2005 წლიდან საქართველოს მიმართ რუსეთის მოქალაქეების ნეგატიური დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიწია და 11%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს 5 დღიანი ომის დროს, გამოკითხულთა 60%-ი საქართველოს ნეგატიურად აფასებდა.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც რუსეთის შესახებ გარკველ ინფორმაციას ფლობენ ან ცდილობენ მეტი ინფორმაციის მოპოვებას, 75%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც, რუსეთის მოქალაქეების ინტერესი საქართველოს მიმართ მხოლოდ 32%-ს შეადგენს.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიმართ დადებითი შეფასება გამოკითხულთა 67% გამოთქვა, ხოლო რუსეთის მოქალაქეები დადებითად 91% შეაფასა.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეების 58%-ი საქართველოს დადებითად აფასებენ, ხოლო 71% საქართველოს მოქალაქეებს დადებითად აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოკითხულთა 18% რუსეთთან ურთიერთობას "დაძაბულს" უწოდებს, ხოლო 4%  - "მტრულს". კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების, გამოკითხულთა 6%-ი საქართველოს მიმართ, ერის ნეგატიურ შეფასებაშია დარწმუნებული.

ცნობილია, რომ გამოკითხვაში, რუსეთის ტერიტორიაზე 1600 მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო. ამავე გამოკითხვაში, საქართველოს 800 მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics