|
2015-02-27 19:20:05, 1106 ნახვა
ეკონომიკა
დავით ნარმანია: თბილისის გზების აღსადგენად 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის გზებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გზების აღდგენითი სამუშაოები მარტიდან დაიწყება. “სამუშაოები მარტიდან დაიწყება. ძირითადი ტენდერები, სადაც უნდა იქნას კომპანიები შერჩეული, გამოცხადებულია, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, ასევე რაიონული სამსახურების მიერ. მცირედი შეკეთებები ადგილობრივი მნიშვნელობების გზებზე რაიონული გამგეობების მიერ, ხოლო ძირითადი მაგისტრალების შეკეთებას უშუალოდ ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური გაუწევს კურირებას. ჩვენს ნაწილში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო 10 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული რაიონული გამგეობებიდან”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)