|
2016-06-12 17:18:32, 602 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა 17 ივნისს საბერძნეთში დაგეგმილ მართლმადიდებელთა კრებაზე ქართული დელეგაციის არწასვლის მიზეზები განმარტა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას, მრევლს 17 ივნისს საბერძნეთში დაგეგმილ „მართლმადიდებელთა დიდ და წმინდა კრებაზე“ დელეგაციის არწასვლის მიზეზები განუმარტა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, საქართველო ვერ და არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთული და მიუღებელია. „ღემრთმა ინებოს, რომ მტკიცედ ვიდგეთ მართლმამიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავეკთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, დავიცვათ მცნებები, რომელიც გადმოგვცა ჩვენ უფალმა“,-ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანებისთვის პანაშვიდს გადაიხდის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)