|
2016-06-11 10:28:26, 1198 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი - „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხები“ გაიმართა
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მხარდაჭერითა და თანადგომით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ექიმთა გადამზადების ახალი პროგრამის - „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხების“ ტრეინინგი შედგა. აღნიშნული პროგრამა ყველა სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმის გადამზადებას ითვალისწინებს კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და ფარმაკოთერაპიაში. მისი მიზანი სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენების საშუალებით, პაციენტზე ორიენტირებული, უვნებელი, ეფექტიანი მკურნალობის გზების განვითარებაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების თვალსაზრისით. პროგრამას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია ხელმძღვანელობს. ტრენინგების დასასრულს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. დარგის აქტუალურობის გათვალისწინებით აღნიშნული ტრენინგები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)