00:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 10:30:24, 644 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ბრიუსელში ბავშვთა სპეციალიზებული ცენტრი მოინახულა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრიუსელში ვიზიტისას განსაკუთრებული საჭიროებების მქონებავშვთა სპეციალიზებულ ცენტრს „ლა კლერიეს" ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ლედის ცენტრის გენერალურმა მდივანმა ვენსან სტანიერმა უმასპინძლა.

მათივე ცნობით,  შეხვედრისას მაკა ჩიჩუასასწავლებლის სპეციფიკითა და იმ მეთოდებით დაინტერესდა, რომლებითაც ცენტრში სწავლება მიმდინარეობს.

ცენტრში ფუნქციონირებს სკოლა და ხელოვნების ცენტრი, სადაც სპეციალურად მომზადებული, სამასზე მეტი პედაგოგია დაკავებული, რათა ბავშვებს საჭირო  დახმარება გაუწიონ.

„ეს საოცრად შთამბეჭდავი ადგილია, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას უწევს ბავშვებს. ამ ცენტრშიმშობლებს მოჰყავთ ბავშვები და მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით, რომელიც ხელს უწყობს მათ განვითარებას.

ცენტრის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს სავარჯიშო მოედანი და საცურაო აუზი, სადაც ბავშვები ფიზიკურ მომზადებას გადიან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვის.

ეს არის სრულფასოვნად აღჭურვილი ძალიან კარგი სკოლა, რომელსაც  98 % -ით სახელმწიფო აფინანსებს",-აღნიშნა პირველმა ლედიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ლედიმ სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და ცეტრის ხელმძღვანელს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics