02:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 19:25:05, 641 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტს ფრანს ტიმერმანსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ევროპული კომისიის პირველ ვიცეპრეზიდენტთან ფრანს ტიმერმანსთან გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დასრულების შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო შეთანხმების მყისიერ ამოქმედებას ელის.

აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული გადამწყვეტი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება.

ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის როლსა და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში.  გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობის ფაქტის გამო. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცედ ერთგული რჩება და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით აძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics