|
2016-06-09 11:44:02, 935 ნახვა
რეგიონი
აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი ცხადდება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 7 ივნისის N179 ბრძანების საფუძველზე ცხადდება ღია კონკურსი უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან,რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო კომისიის სამდივნოსუნდა წარუდგინოს საკონკურსო განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი) სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართიდა ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს: ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი; გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლი; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსერო ასლი; ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია; ვ) არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება); თ) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. შეგახსენებთ, საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 23 ივნისის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სამდივნოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობა, მის: ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9). თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება თითოეული ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გაგრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება თითოეული ვაკანსიაზე 2 კანდიდატის წარდგენა.
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)