23:31 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 16:17:50, 903 ნახვა

ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე“ საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ,,ჯორჯიან ეარვეის“ უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით იფრინოს EASA-ს წევრ 32 სახელმწიფოში (ევროკავშირის 28 და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) 4 ქვეყანაში: ისლანდია, შვეიცარია,ლიხტენშტეინი, ნორვეგია).

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან EASA-ს ავტორიზებული ნებართვა სავალდებულო ხდება ნებისმიერი მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს ევოკავშირის ტერიტორიაზე (არა აქვს მნიშვნელობა ადრე ოპერირებდა თუ არა EU-ს ტერიტორიაზე). ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხობის ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია, სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორაზიციასთან დაკავშირებულ ევროპული რეგულაციის სტანდარტებს.

EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics