|
2016-06-08 14:16:45, 603 ნახვა
საზოგადოება
სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში 30 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დაფინანსებით, ჩასახლებაში არსებულ 30-ვე კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების კორპუსების სახურავებისა და იატაკების გამოცვლის სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და მისი ღირებულება 558 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, უკვე მომზადებულია აღნიშნულ დასახლებაში ცენტრალური კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის პროექტი. სენაკში არსებულ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებასთან ახლოს დაჭაობებული ადგილები მდებარეობს, სადაც ზაფხულის სეზონზე მასიურად აღინიშნება კოღოს გავრცელება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, აღნიშნული ტერიტორია, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)