22:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 22:11:13, 602 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი: თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს

"თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს" - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. 

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, გარდა ამისა, საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხებთან ერთად. 

“საგარეო საქმეთა კომიტეტის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია უნდა დააწესოს, რადგან ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა. თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics