|
2015-02-26 11:48:01, 1223 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
მთავრობასა და ბიზნესს შორის კონსულტაციები გრძელდება. ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის მიღებას, ასევე ახალი ინიციატივები დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგების, პროცედურების გამარტივების მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს ის შენიშვნები და წინადადებები, რომელიც ამ კუთხით აქვთ ნავთობიმპორტიორებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ნავთობპროდუქტების სექტორი მნიშნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, ამდენად აუცილებელია, გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთის მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის ინტერესები, მეორეს მხრივ, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)