16:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 15:18:08, 739 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხები განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და გოჩა ცოფურაშვილი ესწრებოდნენ.

 „საქართველოს კენკროვანი კულტურების წარმოების  დიდი პოტენციალი გააჩნია.  აღნიშნულ სურსათზე  საკმაოდ მზარდია მოთხოვნა  საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვანია ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც“, -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  გოჩა ცოფურაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს   სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების  პერსპექტივებზე პრეზენტაცია  წარმოადგინა და საქართველოს რეგიონებში არსებულ პოტენციალზე დეტალურად ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  პოლონეთის სეიმის დეპუტატი წევრი ტომაშ მაკოვსკი ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ კენკროვანი კულტურების განვითარების მიმართულებით პოლონეთი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. 

შეხვედრას ასევე გორის რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი, დარგში დასაქმებული მეწარმეები, კოოპერატივების წევრები  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics