15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 14:28:38, 661 ნახვა

საზოგადოება
თუმანიანის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა

თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი,  ქალაქის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს ზემო კალაში აწარმოებს.

მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები  თუმანიანის ქ. N3 და N1-ში დასრულებულია.

„აღნიშნულ მისამართზე, ამჟამად,   ეზოს მოპირკეთება და შიდა ფასადის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს,  ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმანიანის 2 ჩიხი N3 - სა და ბეთლემის ქ. N10-ში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება“, - აცხადებენ მერიაში.

თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ქალაქ თბილისის მერი  დავით ნარმანია და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ. 

დავით ნარმანიას თქმით,  აღნიშნული პროექტების განხორციელებით, 30-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„რამდენიმე სახლი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,  განადგურებას გადაურჩა. მნიშვნელოვნად წესრიგდება თუმანიანის ქუჩა. უკვე დამთავრებულია ორი სახლის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით.  სამუშაოების მეორე ნაწილი კი სექტემბრისთვის დასრულდება. მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება და ქალაქის უძველეს  უბანსაც ისტორიული სახე შენარჩუნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

გარდა თუმანიანის ქუჩისა, მერიის ცნობით, მშენებლობა მიმდინარეობს ბეთლემის ქუჩაზეც.   

"უკვე დასრულებულია N10 - ში მდებარე  საცხოვრებელი სახლის   საძირკვლის ფილის მოწყობის, კარკასისა და სართულშუა გადახურვის სამუშაოები. პირველ სართულზე და სარდაფში მოეწყო ტიხრები. ასევე, იცვლება კომუნიკაციები - მონტაჟდება ელექტროგაყვანილობა, ილესება როგორც ფასადი, ასევე შენობის შიდა ნაწილი. 

ზემო კალას რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრები 38  ოჯახი, რომელიც  სამუშაოების პერიოდში,  თბილისის განვითარების ფონდმა  ბინის ქირით უზრუნველყო,  ახალ, რეაბილიტირებულ  საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდება", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics