10:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 14:32:05, 644 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მიმართავს, ძალადობრივი ფაქტების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. პრემიერმა ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მოუწოდა,  მსგავსი ძალადობრივი ფაქტების მიმართ,  მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

კვირიკაშვილის თქმით, ოქტომბრის არჩევნების დროს, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება და  ის, რომ ძალოვანი  უწყებები  მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, რომ  უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ, იყოს  მაქსიმალური მობილიზება შემდგომში, როდესაც ოქტომბერში ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები არ გამეორდეს და ძალოვანი უწყებები განსაკუთერებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics