12:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 13:00:22, 574 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე გამოსვლისას, სერგეენკომ ყურადღება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 69-ე სესიაზე. დავით სერგეენკომ მდგრადი განვითარების დღის წესრიგსა და C  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაზეც ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკომ შეხვედრა გამართა  სლოვენიის ჯანდაცვის მინისტრთან  მილოიკა კოლარ ჩელარკთან. მხარეებმა სლოვენიაში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.  იმავე დღეს მინისტრი GAVI ალიანსის EURO/EMRO/PAHO რეგიონების ოფისების რეგიონულ ხელმძღვანელს კოლეტ სელმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამებსა და ამ მხრივ GAVI ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics