07:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 22:59:52, 538 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ბოგდან აურესკუს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან ბოგდან აურესკუსთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ბოგდან აურესკუს  საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინები და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით მზადების პროცესი გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და წინასაარჩევნოს გარემოს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics