05:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 16:00:02, 638 ნახვა

პოლიტიკა
გრუშკო: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ Russia Today ნატო-ში რუსეთის ელჩზე ალექსანდრ გრუშკოზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გრუშკომ ბრიუსელში ვიზიტისას გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ნატო-ში გონივრულად იმოქმედებენ, რადგან საქართველოს ნატო-ში მიღება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ეს არის კოლოსალური რისკი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა გრუშკომ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ "ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics