05:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 13:17:54, 585 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: 1 ივლისი არის მნიშვენლოვანი თარიღი, რადგან საქართველო რატიფიცირების პროცესს ასრულებს

ასოცირების რატიფიცირების დასრულება ნიშნავს, რომ ის სრული ფორმით ივლისის 1 რიცხვიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 1 ივლისი არის მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან საქართველო რატიფიცირების პროცესს ასრულებს.

"1 ივლისიდან სრული ამოქმედება, ნიშნავს, იმას რომ ეს გაწვდება არა მხოლოდ ევროკავშირი-საქართველოს, არამედ ევროკავშირის წევრებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის იმ ფორმატებს, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. თუ ჩვენ ასოცირების შეთანხმების 80% ვითვისებდით, დღეს შეგვეძლება, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი თარიღი, რომ ჩვენ რატიფიცირების პროცესს უკვე ვასრულებთ და ამ მიმართულებით შევდივართ ისეთ ეტაპზე, როდესაც ჩვენი რეფორმების გზა არის კონსოლიდირებული და გადახედვას აღარ ექვემდებარება, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics