|
2015-02-25 14:22:52, 1213 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: 2-3 თვის განმავლობაში 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას შევძლებთ
„ობიექტების პრივატიზებით, ვფიქრობ, 2-3 თვის განმავლობაში 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას შევძლებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ბიზნესისა და ინვესტიციებისა ხელშეწყობის მიმართულებით. „ბიზნეს წარმომადგენლებთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. საუბარი იმ გეგმებზე გვქონდა, რომელიც მიმართული იქნება სავალუტო დისბალანსის დასაბალანსებლად. მოკლე ვადიან პერიოდში სიტუაცია, რომ გამოსწორდეს, დაგეგმილია რიგი პროექტების განხორციელება. შეხვედრაზე რამდენიმე პროექტმა დაინტერესებაც გამოიწვია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მინისტრმა ასევე საპრივატიზაციო ობიექტებიც დაასახელა, ესენია : ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და ბობოყვათის საპრეზიდენტო აგარაკი. „საუბარია ობიექტებზე, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, ეკონიმიკოს სამინისტროს შენობა, ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვიცვალოდ ადგილი და აქ აშენდეს სასტუმროს დანიშნულების შენობა, ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთში სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, არის მნიშნელოვანი პროექტები, რომლებიც ლარის კურსს მნიშნელოვნად დაასტაბილურებს.უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ასევე ლატარიის გამართვისთვის საჭირო იცენზიის გამოტანას.აღნიშნული ობიექტების პრივატიზებით, ვფიქრობ, 2–3 თვის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ 300–350 მლნ დოლარის ბოლიზიებას.გარდა ამისა, გვექნება სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისა და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით. საფუძველი გვაქვს ვიყოთ რეალისტები, რომ ეს პროექტები აუცილებლად შედეგს გამოიტანს. ჩვენ ველოდებით ლარის კურსი დასტაბილურებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)