|
2016-05-23 15:10:02, 566 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი ინფორმაციით, სირიაში ტერაქტების სერიას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ქალაქებში ჯაბლასა და ტარტუსში განხორციელებულ აფეთქებებს ბოლო მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ხუთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, ასევე ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. თავდასხმის სამიზნე ავტობუსის ხალხმარავალი გაჩერებები, ასევე საავადმყოფოები გახდა. ცნობისთვის, ჯაბლა და ტარტუსი სირიის ლატაკიას პროვინციაში, სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად რაიონებში მდებარეობს. აღსანიშნვია, რომ ამ ქალაქებში მსგავსი მასშტაბის თავდასხმები იშვიათად ხდება. ტარტუსში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზაა განთავსებული. ჯაბლადან რამდენიმე კილომეტრში მდებარე აეროდომზე კი გასულ წელს რუსეთმა ხმეიმის ბაზა მოაწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)