01:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 21:41:50, 542 ნახვა

პოლიტიკა
იაგლანდი: ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განსახორციელებლად

ევროპის საბჭო განაგრძობს ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და ასევე მცდელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესასვლელად. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ქ. სოფიაში ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი ანგარიში მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ევროპის საბჭოს დღის წესრიგშია და იგი მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. 

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე. 

გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება და მასში გამახვილებულია ყურადღება რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომაზე გადაწყვეტილება "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" 2016 წლის 4 მაისს მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics