00:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 17:19:15, 621 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: დავით ნარმანიას საკრებულოში მოსვლა ივანიშვილის ბრძანება იყო

 „დავით ნარმანიას აქ მოსვლა ივანიშვილის ბრძანება იყო, რომელსაც ძალიან ადარდებს მისი სახელის ტალახში ამოსვრა”, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წერვმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ ესაუბრა ბოტანიკურ ბაღზე. არ ესაუბრა თბილისელების პრობლემაზე, გაფლანგულ მილიონებზე და ყურადღება გადაეტანა წარსულში არსებულ შეცდომებზე და ამით დაეცვა ივანიშვილის ღირსება. ადამიანის, რომელმაც თბილისელებს ქალაქის ცენტრში წაართვა 300 ათასი კვადრატული სარეკრეაციო ზონა. ეს იყო ძალიან სამარცხვინო პრეზენტაცია, სამარცხვინო სპექტაკლი.

თბილისელები დარწმუნდებიან, რომ ივანიშვილის მიერ დანიშნული მერი პასუხისმგებელია ივანიშვილთან და არა იმ ხალხის წინაშე, ვინც აირჩია.

ნარმანიას აქ მოსვლა იყო ივანიშვილის ბრძანება, რომელსაც ძალიან ადარდებს მისი სახელის ტალახში ამოსვრა”, - განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოში ქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics