|
2015-02-24 19:22:54, 1340 ნახვა
ეკონომიკა
„ზედაზენმა“ დიეტური ლიმონათის წარმოება დაიწყო
"საქართველოს ლუდის კომპანია" - "ზედაზენი" დიეტური ლიმონათის ჩამოსხმას იწყებს. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, კახა პაიჭაძემ განაცხადა, დიეტური სასმელი მათ კონკურენტ კომპანიებსაც აქვთ, თუმცა იგი განმარტავს, რომ „ზედაზენის" ლიმონათს „დიეტური გემო" არ აქვს და ნულკალორიანი ლიმონათს არასასიამოვნო გემოც არ ახასიათებს. „ზედაზენის" დიეტური ლიმონათი ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. ლიტრიანი ბოთლის ფასი 1 ლარამდე, ხოლო ორლიტრიანის - 1.80 ლარამდე იქნება. „ამიერიდან ყველას, ვინც ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და აკონტროლებს კალორიების მიღების დღიურ ნორმას, შეეძლება შეუზღუდავად ისიამოვნოს ზედაზენის დიეტური ლიმონათით. დიეტური ზედაზენის მოხმარება შაქრიანი დიაბეტის მქონეთათვისაცაა დასაშვები. მთავარი სიახლე არის ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ გემოზე, მოგეხსენებათ, რომ დიეტურ ლიმონათებს რაღაცნაირი გემო აქვს, თუმცა ჩვენს ახალ ლიმონათს ეს არ ახასიათებს“, - აცხადებენ კომპანიაში. კომპანიის თანამშრომლებმა ცნობილ სახეებსა და ჟურნალისტებს საშუალება მისცეს, ქარხანაში დიეტური ლიმონათის ჩამოსხმის პროცესი თავად ენახათ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)