|
2016-05-16 18:42:43, 528 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ვაშინგტონში არის განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქევყანაა
„ვაშინგტონში არის განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქევყანაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა გამართა, მათ შორის თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში. აბაშიძე ამბობს, რომ ვაშინგტონში კარგად არიან ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამასთან, აბაშიძის თქმით, საუაბრი შეეხო საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობასაც. ამერიკელების რეკომენდაციაა, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი გააგრძელოს. „მართლაც ძალიან კარგი ფონი დაგვხვდა პრემიერმინისტრის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელეთ პრემიერის ვიზიტის შემდგომი ეტაპი, კვლევით ცენტრებზე შევხდით ძალიან ცნობილ სპეციალისტებს, შეხვედრები გვქონდა თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში, თავდაცვის დეპარტამენტში და იქ გაიმართა საუბარი ჩვენი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის სრული მხარდაჭერა. დიდი იყო ინტერესი იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დიალოგი რუსეთთან. ამერიკელების რეკომენდაციაა, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, შევეცადოთ, რაღაც შეხების წერტილები გამოვნახოთ და შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შელახვის გარეშე. ძალიან სასარგებლო და დროული ვიზიტი იყო. ზოგადდ ვაშინგტოში არის განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქევყანაა“, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)