13:08 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 15:00:17, 956 ნახვა

სამართალი
ლევან ავალიშვილი: პარლამენტის გადაწყვეტილება ცალსახად ნეგატიურია

პარლამენტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია, - ამის შესახებ ინფორრმაციის თავისუფლებისა და განვითარებისინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მესამე მოსმენით მიღებული კანონი მკაცრად შეაფასეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციები საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა.

„არ ვიცით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქნება დაცული. აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ კანონის მიღებას და შევეცდებით რომ წინ აღვუდგეთ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებას ემუქრება“, - განაცხადა ავალიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ისმის და პარლამენტის ეს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემას დააზაიანებს.

„არის მოსაზრება რომ ვეტო ხელს შეუშლის იმ პროცესს, რომელიც აუცილებელია ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად“, - განაცხადა ავალიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის განსახილვეად არასამათავრობოების წარმომადგენლებს ხვდება.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით შაბათს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics