21:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 13:38:44, 600 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არსებობს

ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციას ვცდილობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, „ჩეთემ ჰაუსში“ საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპული არჩევანი.

„საქართველო ცდილობს სტანდარტების ევროპასთან დაახლოებას. ვარშავის ნატო-ს სამიტისთვის ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ დავუახლოვდებით ნატო-ს. ყველა, ვინც მანიპულირებს საქართველოს საგარეო კურსით, არასწორია. ეს არის საქართველოს არჩევანი და მომავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას ელოდება.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი  რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.

„სამხრეთ ოსეთთან“  და აფხაზეთთან ნდობის აღდგენას  ვცდილობთ. კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არსებობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე საერთაშორისო სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, ქვეყენაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, მედიის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics