|
2016-05-10 13:49:59, 1250 ნახვა
კომენტარი
დავით ასათიანი: გარდა პროფესიული საადვოკატო საქმიანობისა, ოფშორულ კომპანიებთან არაფერი მაკავშირებს
ადვოკატი დავით ასათიანი, Panama Papers-ის სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ასათიანი განმარტავს, რომ პროფესიული საადვოკატო საქმიანობის გარდა, ოფშორულ კომპანიებთან არაფერი აკავშირებს. „მეგობრებო, დღეს ყველა მეკითხება, თუ როგორ აღმოჩნდა ჩემი გვარი Panama Papers-თან დაკავშირებულ ფრიად საინტერესო ადამიანების სიაში. მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება: 2012 წლიდან, საადვოკატო დახმარებას ვუწევ ერთ-ერთ პანამურ კომპანიას, რომელსაც გააჩნია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, მათგან მიღებული მაქვს მინდობილობა, მხოლოდ, საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილებებით და მათი სახელით ვაწარმოე კიდეც რამოდენიმე სამოქალაქო საქმე ქართულ სასამართლოში, სხვათაშორის ყველა წარმატებით. ამდენად, რაიმე მესაკუთრული, მენეჯერული თუ სხვა სახის კავშირი, გარდა პროფესიული საადვოკატო საქმიანობისა, ოფშორულ კომპანიებთან არ გამაჩნია. P.S. რაც შეეხება ზოგადად ოფშორული კომპანიების თემას, იმ პირობებში როცა საქართველოში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ოფშორული კომპანიები წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს (თუმც ზოგ შემთხვევაში ესეც ვერ იცავდა მესაკუთრეს). ამდენად, ბიზნესების მიერ კომპანიათა ამ სტრუქტურის გამოყენება სრულიად ლეგიტიმურია, რასაც ალბათ, ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებისა და საჯარო თანამდებობის პირების შემთხვევაში, რაც მართლაც იმსახურებს დამატებით გამოკვლევას“, - წერს დავით ასათიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)