|
2016-05-10 13:11:52, 1215 ნახვა
კომენტარი
ლუკა კურტანიძე: თუ სპორტის აკვანი სადმე ირწევა, ესაა გორი და იქ სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულს საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, დეპუტეტბმა გორში სპორტული კომპლექსის აშენების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს სთხოვეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელონ. კაკაურიძის თქმით, არსებული ბიუჯეტი საქართველოს ყველა ქალაქში სპორტული კომპლექსის აშენების საშუალებას არ იძლევა, თუმცა 4 ქალაქში ასეთი კომპლექსი აუცილებლად აშენდება: „ვერ ვიზამთ იმას, რომ ყველა ქალაქში აშენდეს სპორტული კომპლექსი. შეუძლებელია 1-5 წელიწადსშ ყველა ქალაქში გაკეთდეს. თუმცა 4 ქალაქში საქართველოში სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს. ერთად გადავწყვიტოთ, გორში, თუ რომელიმე სხვა ქალაქში“,-აღნიშნა კაკაურიძემ. დეპუტატ ლუკა კურტანიძის თქმით, გორი არის ის ქალაქი, სადაც სპორტი ყველაზე მეტადაა განვითარებული და სპორტული კომპლექსი იქ აუცილებლად უნდა იყოს: „გვესმის, რომ ერთბაშად ვერ მოხერხდება, მაგრამ მზაობა იმისა, რომ შეძლებისდაგვარად საქართველოში ეს პროექტი განხორციელდეს, ძალიან კარგია, მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, თუ სპორტის აკვანი ირწევა სადმე, ეს არის ქალაქი გორი“,-განაცხადა ლუკა კურტანიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დეპუტატებს "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების" ანგარიშსს აცნობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)