|
2015-02-23 18:01:59, 1363 ნახვა
ეკონომიკა
საკვები პროდუქტების ნაწილი გაძვირდა
საკვები პროდუქტების ფასებმა საშუალოდ 20-30 თეთრით მოიმატა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, ბოლო 3 დღის განმავლობაში შაქარი 15 თეთრით, ზეთი 20-30 თეთრით გაძვირდა, ხოლო ერთ ტომარა პურის ფქვილზე ფასმა 5 ლარით მოიმატა. „ლარის კურსის დავარდნამ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. პროდუქტებზე ფასების ზრდა ბოლო 10 დღის განმავლობაში შეინიშნება. განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, მაგალითად შაქარი, ზეთი, ფქვილი და ასე შემდეგ“, - აცხადებენ მოვაჭრეები. ცნობისთვის, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.19 ლარი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)