02:41 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 12:48:19, 5451 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა, ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა და  V ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიორმა როლანდ ძნელაძემ მიულოცეს. 

გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე მდებარე ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტისას, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ  51-ე ბატალიონის შტაბი დაათვალიერა და ბატალიონის სამუშაო გარემოს გაეცნო. ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. 

ავღანეთში, 51-ე ბატალიონის სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ამჟამად "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილეობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics