18:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 17:34:08, 696 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია გაიყიდა

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად, გაიყიდა.

აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.

მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონი  მოკლე ვადაში ჩატარდა და ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ასევე ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიწა ივანიშვილის საკუთრება გახდება. 

„ნაციონალური მოძრაობა“ მერიას მოუწოდებს, დროულად გამოაქვეყნოს იმ სუბიექტის ვინაობა, ვინც მიწა ფორმალურად  შეიძინა.

აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი ერთადერთ კომპანიას, ფინსერვისს, ჰქონდა შეტანილი.

„ნაციონალური მოძროაბის“ წევრები ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან საპროტეტსო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ აუქციონი უკანონოდ ჩატარდა.

მერიის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics