|
2015-02-23 10:56:28, 1400 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ ვაპირებთ
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მთავრობა სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ აპირებს. როგორც ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუმარტა, სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ სესხი სხვა დონორებისგან აეღოთ. მისივე თქმით, ეს კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროეტქებზე მიბმული თანხებია. "სავალუტო ფონდის მისიაა ჩამოსული. დღეს ჩემთან ექნებათ შეხვედრა. ასევე ექნებათ შეხვედრები ეროვნულ ბანკში, ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის სამუშაო შეხვედრები, რომლის დროსაც განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.სავალუტო ფინდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ სხვა დონორებისაგან აგვეღო სესხი. ჯერჯერობით ვმუშაობთ. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები. ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის შესაძლო დაფინანსება. ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს და ბევრ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ეკონომიკური სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, გამოსწორდეს და პრობლემები, რომლებიც არის გადავლახოთ",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)