04:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 11:15:43, 501 ნახვა

პოლიტიკა
ჯავახიშვილი ჟურნალისტებს: თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ

თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით არის თუ არა მიზანშეწონილი საარჩვენო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხუთთვიანი კამპანია სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ეს არ არის მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.

„რასაკვირველია ხუთთვიანი კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს 25 წელია საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ასეთი პრაქტიკა ჯერ არ გვქონია“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია რომ ეს საკითხები მოლაპარაკებების რეჟიმში მოგვარდება და ყველაფერი ისე იქნება რაც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.

„არც ამომრჩეველი და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არ დაზარალდებიან“, - განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics