12:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-24 12:59:46, 708 ნახვა

საზოგადოება
ხიდაშელი: დღეს სიხარულის დღეა, მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება

თინათინ ხიდაშელი ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულებულ წირვა-ლოცვას დაესწრო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა.

თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებსა და სრულიად საქართველოს ბზობისა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა და მშვიდობა უსურვა:

„ბზობას ვულოცავ მთელ საქართველოს, ბედნიერ და რაც მთავარია, მშვიდობიან აღდგომას შევხვდროდეთ ყველა ერთად. დღეს სიხარულის დღეა, მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ტაძარში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე იმყოფებოდნენ.

24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics