12:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-24 12:03:14, 530 ნახვა

საზოგადოება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამმა თანამშრომელმა  შიმშილობა დროებით შეწყვიტა. 

როგორც ამბობენ, შიმშილობას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გააგრძელებენ. კიდევ ერთი მოშიმშილე ფირანი კობიაშვილი კოლეგების გადაწყვეტილებას არ უერთდება და შიმშილობას არ წყვეტს. არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით სულ 5 ადამიანი შიმშილობდა. მათგან ერთი გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც პროფესორები აცხადებენ, აკადემიურმა საბჭომ, ფრანგიშვილი მესამე ვადით უკანონოდ აირჩია და მას განათლების მინისტრი მფარველობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics