05:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 17:50:34, 523 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძე ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ეწვია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პროექტის "საქართველო და ევროკავშირის" ფარგლებში, ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ეწვია. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრი ვანის წმ.ნინოს სახ.გიმნაზიაში გიმნაზიის პედაგოგებს და სასულიერო პირებს შეხვდა. 

მათივე ინფორმაციით, სტუმრობისას დავით ბაქრაძემ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საფუტკრე მეურნეობაც  მოინახულა.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციასა და ქვეყნისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სასულიერო პირების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.

პროექტი „საქართველო და ევროკავშირი" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდიბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics