20:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 16:10:37, 354 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს ჩემი პოლიტიკური ჯგუფის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, იოან მირჩა პასკუსის განცხადებით,  ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეფორმების მნიშვნელობა, ასევე ხალხის მხრიდან რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობა. რეფორმების განსახორციელებლად, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას კი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველაფერი სწორი გზით წავა. სოციალ-დემოკრატების ჯგუფის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, მინდა ჩვენს მხარდაჭერაში დაგარწმუნოთ", - აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულებისას.

სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 2016 წლის 13-14 აპრილს გაიმართა.  საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics