21:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 13:49:17, 397 ნახვა

პოლიტიკა
ჩიორა თაქთაქიშვილი: დღევანდელი მთავრობის მოქმედებებზეც და უმოქმედობაზეც პასუხისმგებელი "რესპუბლიკური პარტიაა"

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მომსენით განიხილავენ.

აღნიშნული კანონპროქეტის განხილვა პარლამენტმა 13 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაიწყო. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნორმიდან, რომელიც აწესრიგებს პირადი,  ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ცალკე მუხლად გამოიყოფა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნული ქმედებისთვის განისაზღვრება შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებები და სასჯელი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი საკუთარ გამოსვლაში მოსმენებთან დაკავშირებით, "რესპუბლიკური პარტიის" წევრ თამარ კორძაიას გამოეხმაურა და სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მისი განცხადება გაიზიარა, თუმცა სხვა მხრივ, პარტია მწვავედ გააკრიტიკა:

"მოსმენებთან დაკავშირებით თამარ კორძაიას მინდა გამოვეხმაურო.ვეთანხმები მას მომავალში სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, მაგრამ "რესპუბლიკურ პარტიას" არ უნდა დაავიწყდეს, რომ ისინი არიან თანამონაწილეები პირადი ცხოვრებით ადამიანების დაშანტაჟების, ადამიანების ტერორის და მორალური მკვლელობის, რომლის მომსწრე ჩვენ საქართველოში გავხდით ბოლო რამდენიმე კვირის,  თვეების განმავლობაში. ეს პრაქტიკა არასოდეს არ ყოფილა ასეთი მასიური და არასოდეს არ ყოფილა ამორალურობით აღსავსე, როგორც ეს ვიხილეთ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში.ნუ დაგავწიყდებათ, რომ  თქვენ ხმა მიეცით ვახტანგ გომელაურის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მონის,  დანიშვნას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად. ის უწყებაა, რომელიც იყენებს ადამიანის პირად ცხოვრებას და კადრულობს ჯერ გამოაქვეყნოს ასეთი მასალა, შემდოგმში არ გამოიძიოს და ასეთი დამოკიდებულებით წაახალისოს მომავალში ადამიანების დაშანტაჟება. სწორედ "რესპუბლიკური პარტია" არის პასუხისმგებელი დღევანდელი მთავრობის მოქმედებებზეც და უმოქმედობაზეც, რამდენადაც ისინი არიან დღეს საქართველოს მთავრობის წევრები, მიუხედავად იმ ამორალური,  ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკსა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დღეს საქართველოში ახორციელება",-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics