08:43 - 28 Jul, 2026
|
2016-04-13 17:29:28, 1407 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ სოფელ ხუცუბანში ჩაის დამამზადებელი საწარმო მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე საწარმოების მშენებლობის პროცესს გაეცნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაის დამამზადებელი და ასევე ალკოჰოლის საწარმო მოინახულეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩაის დამამზადებელი საწარმო ადგილობრივი ჩაის ნახევარფაბრიკატების მიღებას ახორციელებს, შემდეგ მისი დამუშავება და 2 კგ პაკეტში დაფასოვება ხდება. ამ ეტაპზე საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. შპს „ემირი" პროდუქციის ექსპორტს მონღოლეთსა და რუსეთში აწარმოებს. ჯამში პროექტში 750 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)