|
2015-02-19 22:45:33, 1503 ნახვა
მსოფლიო
ქალაქ დებალცევოდან ბოლო უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გამოვიდა
უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალურად მოახსენეს, რომ ქალაქ დებალცევოდან ბოლო უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გამოვიდა. როგორც პეტრო პარაშენკოს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, დებალცევოში უკვე არცერთი, უკრაინელი სამხედრო არ იმყოფება. ქალაქ დებალცევოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ სეპარატისტებმა ამ პლაცდარმის გასანადგურებლად დიდ ძალას მოუყარეს თავი. დონეცკელმა და ლუგანსკელმა მეამბოხეებმა 10 ათასამდე მებრძოლით, 150-მდე ტანკისა და ჯავშანტრანსპორტიორის, და მსხვილკალიბრიანი არტილერიის მეშვეობით, დებალცევოს რაიონზე ორი, ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან მიიტანეს იერიში. 23 იანვარს დაწყებული ბრძოლა თითქმის არ შეწყვეტილა. ის მინსკში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების დროსაც კი გრძელდებოდა. საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროის მანძილზე, საბრძოლო მოქმედებების რაიონში დაიღუპა 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, 500-მდე კი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)